კიწიის ადმინისტრაციული ერთეული

კიწიის ადმინისტრაციული ერთეული მდებარეობს სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარის მარტვილის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 220 მეტრზე, მარტვილიდან დაშორებულია 32 კილომეტრით. ფართობი 28 კვ.კმ. კიწიის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის ოთხი სოფელი: პირველი კიწია, მეორე კიწია, ნოღა, ალერტი. ადმინისტრაციულ ერთეულში ცხოვრობს 1497 სული, კომლთა რაოდენობა შეადგენს 478-ს.

კიწიის ადმინისტრაციულ ერთეულს გააჩნია დიდი პოტენციალი ტურისტული სფეროს განსავითარებლად, რაშიც გამორჩეული არქიტექტურული ძეგლები უწყობს ხელს. ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს „ნოღას ციხე“ (ნოღასჯიხა). ქვითკირის მყარად ნაგები ციხე 4 კოშკითაა აღჭურვილი და ელიფსური ფორმის ორმაგი გალავნით არის შემოზღუდული. კომპლექსის აღდგენის სამუშაოების პირველი ეტაპი 2015 წელს დაიწყო, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გარე გალავანს, გადაიხურა კოშკები. სარეაბილიტაციო სამუშაოების მეოთხე ეტაპი განახლდება 2019 წელს. კომპლექსს მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. სოფელში ფუნქციონირებს XVIII საუკუნის ალერტის მამათა მონასტერი, რომლის აგება გადმოცემის მიხედვით დაკავშირებულია  წითელ ხართან, რის შემდეგაც ხალხს ბეგარად დაედო ერთი ხარის შეწირვა ყოველ წელს.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content