ტალერის ადმინისტრაციული ერთეულის ფართობია 14,7 კვ.კმ. ტალერი ტერიტორიულად მდებარეობს სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარის მარტვილის მუნიციპალიტეტში, მდინარე ტეხურის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 310 მეტრზე, მარტვილიდან დაშორებულია 25 კილომეტრით. ტალერის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლებია: ტალერი, ეწერი, ნობულევი, პატარა ოჩე. დღეისათვის ტალერში ცხოვრობს 560 კომლი, სულთა რაოდენობა შეადგენს 2189-ს.
ტალერში ფუნქციონირებს ტალერის მთავარანგელოზთა დასის ტაძარი, რომელიც თარიღდება XVII საუკუნით. ტალერი უკავშირდება კურორტ ლებარდეს, რომლის განვითარებაც სოფელს მიმზიდველს გახდის ტურისტებისთვის.