ქ.მარტვილის ადმინისტრაციული ერთეული

ქ.მარტვილის ადმინისტრაციული ერთეულის ფართობი 26 კვ.კმ.  მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მარტვილის მუნიციპალიტეტში, დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე აბაშის მარცხენა ნაპირზე. ქ.მარტვილის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის ქ.მარტვილი და ოთხი სოფელი: ნახარებაო, საელიაო, ქვაითი, ნალეფსაო. ადმინისტრაციულ ერთეულში ცხოვრობს 7034 სული, კომლთა რაოდენობა შეადგენს 2365-ს.

ქ.მარტვილი გამორჩეულია არქიტექტურული ძეგლებით. ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მარტვილის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც დაარსებულია VI-VII სს-თა მიჯნაზე. ბაგრატ IV-ის მეფობაში ჭყონდიდის ტაძარი უპირველესად იყო მიჩნეული. მარტვილის მონასტერი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო. აქ მოღვაწობდნენ ცნობილი მწიგნობარნი: იოანე მინჩხი – ჰიმნოგრაფი (X ს.), სტეფანე სანანოისძე (X ს.), გიორგი ჭყონდიდელი (XI ს.), იოანე მთავარეპისკოპოსი (XI ს.), იოანე მესვეტე (XI ს.), წმ. მღვდელმთავარი ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელი (XVIII-XIX სს.), რომანოზ მესვეტე (XIX ს.), დავით ჭყონდიდელი (XIX ს.), გიორგი ჭყონდიდელი (XIX ს.) და სხვ.

ტაძარი მრავალჯერ ყოფილა მოხატული. თავდაპირველი VII ს-ის ფრესკებიდან მხოლოდ მცირედია შემორჩენილი. შედარებით უკეთაა შემონახული XVI-XVII სს-ის ფრესკები, რომლებზეც გამოსახულნი არიან ჭყონდიდელები – ზაქარია ჩიხლაძე, ზოსიმე კოპალაძე, გიორგი II ლიპარტელიანი, კაცია ჩიქვანი, გიორგი III ლიპარტელიანი და სხვა.

ნახარებაოს წმ. გიორგის სახელობის ეკლესია XII ს-  აშენებულია  ანტონ ჭყონდიდელის მიერ, იქვე მდებარეობს მისი საფლავი.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content