მარტვილში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო და აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სპეციალური ტექნიკის გამოყენებით სოფლებში იწმინდება საავტომობილო გზები.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნა სტიქიის შედეგების დამდგენი კომისია. საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის შესაბამისი სამსახურები.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია სტიქიის ადგილზე იმყოფება და გაწმენდით სამუშაოებს ხელმძღვანელობს.
მარტვილის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. უხვმა ნალექმა ზიანი მიაყენა ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებს. კერძოდ, დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები, ჩამორეცხილია შიდა საუბნო გზები, ასევე დაზიანებულია ხიდ-ბოგირები.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content