მარტვილში გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში მარტვილი-ინჩხური-კანიონის მიმართულებით გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან კობა დარჯანიასთან ერთად გაეცნო.
არსებული გზა წყალმომარაგება-წყალარინების მიმდინარე პროექტის დროს დაზიანდა და მასზე გადაადგილება შეფერხებული იყო.
პროექტის დასრულების შემდეგ რეაბილიტირებულ გზაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული იქნება.
გზის აღდგენით სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content