მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგვაზაოში, ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს ახალ სასწავლო გარემოში შეეძლებათ განათლების მიღება. სკოლას, რომელიც ავარიული იყო სრული რეაბილიტაცია უტარდება.
მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში ეწყობა გარე და შიდა ინტერიერი, გათბობის სისტემა, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, სპორტული მოედანი. შენობა ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის. სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 2 378 432 ლარს შეადგენს და მას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.