ხუნწში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში, საავტომობილო გზის ასფალტ-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, საკრებულოს თავმჯდომარესთან ლევან სურმავასთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, ასევე მოეწყობა გრუნტის კიუვეტები, ლითონის მილები, ლითონის მილებზე ბეტონის სათავისები, რკინა-ბეტონის სანიღვრე არხი და ცხაური.
პროექტის ღირებულება 2 468 200 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ინდიკო“ ასრულებს.
გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2021 წელს განხორცილედა. გზა ავარიული იყო და მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა.
ხუნწში გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content