შორენა ახვლედიანი – პედაგოგი. 1985 წლიდან დღემდე ინჩხურის საჯარო სკოლის დირექტორი.
მაყვალა ბაღიშვილი – პედაგოგი. 1977-2024 წლებში N2 საბავშვო ბაღის უფროსი.
ტარიელ ღვაბერიძე – საქართველოს რკინიგზის თანამშორმელი 1975-2003 წლებში სხვადასხვა პოზიციაზე. საქართველოს საპატიო რკინიგზელი. ღირსების ორდენოსანი.
დემურ გადელია – ინჟინერ-მექანიკოსი, მშენებელი. 1958-1995 წლებში მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციაზე. 2004 წლიდან დღემდე სს. „არქეოპოლისის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
ფაუსტ ნადარაია – მთარგმნელი, პოეტი, პუბლიცისტი. რაიონული გაზეთის „მარტვილი“-ს რედაქტორი.
ინეზა ჟვანია – საკუთარი სახსრებით ააშენა დოშაყეს ადმინისტრაციულ ერთეულში ეკლესია. ბუღალტრად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით.
ივლიანე ნაჭყებია – მათემატიკოსი. 1975 წლიდან დღემდე პედაგოგი სხვადასხვა სკოლაში. პედაგოგად მუშაობის 49 წლიანი გამოცდილებით.
ვივინა ძიძიგური – ბიოლოგი. პედაგოგი სხვადასხვა სკოლებში. განათლების განყოფილების მეთოდისტი. 1984 წლიდან დღემდე საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების მარტვილის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.
კარლო ბეჭვაია – გზათა მიმოსვლის ინჟინერი. შ.პ.ს. „მარტვილავტოგზა“-ს დირექტორი.
გიორგი წივწივაძე – 1972 წლიდან დასაქმებული იყო კულტურის სფეროში სხვადასხვა პოზიციებზე. რესპუბლიკური და საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატი. ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის „მაფშალია“, ფოლკლორის სახალხო ანსამბლი „ჭყონდიდის“ სოლისტი, სახალხო თეატრის მსახიობი. 2007 წლიდან დღემდე მუშაობს მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერად.