“ჩემი თვალით დანახული მარტვილი”

მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარებული ფოტოკონკურსი – „ჩემი თვალით დანახული მარტვილი“ დასრულდა.
კონკურსში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს. მონაწილეების მიერ გადაღებული ფოტოები შესაბამისმა ჟიურიმ გადაარჩია და გამარჯვებულები ხმათა უმრავლესობით გამოავლინა. კონკურსში მონაწილეობა 32 მოსწავლემ მიიღო.
ფოტოკონკურსის პირობების შესაბამისად გამოვლენილია სამი გამარჯვებული:
პირველ ადგილზე გასული ფოტოს ავტორია – გიორგი ინჯგია, რომელიც დაჯილდოვდა ბიბლუსის 300 ლარიანი ვაუჩერით.
მეორე ადგილზე გასული ფოტოს ავტორია – გეგა გეგეჭკორი, რომელიც დაჯილდოვდა ბიბლუსის 200 ლარიანი ვაუჩერით.
მესამე ადგილზე გასული ფოტოს ავტორია – საბიანა კეკელია, რომელიც დაჯილდოვდა ბიბლუსის 100 ლარიანი ვაუჩერით.
გამარჯვებულები და მონაწილეები ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში მერის მოადგილემ გივი ელიავამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ დააჯილდოვეს.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს გამარჯვებულებს და წარმატებებს უსურვებს!!!
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content