25 იანვარს, ტრიფონ ხუხუას სახელობის მარტვილის კულტურის სახლში, ფოტო კონკურს “ჩემი თვალით დანახული მარტვილის” მონაწილეთა ფოტოების გამოფენა და დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
კონკურსში 12 სკოლის
29 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას.
კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოვლინინა გამარჯვებულები ოთხ ნომინაციაში:
1. გაცოცხლებული ისტორია – ისტორიულ-კულტურული ძეგლების და რელიგიური ნაგებობების საუკეთესო ფოტოკადრი;
2. ჩემი კუთხე – პეიზაჟი
3. თავისუფალი თემა;
4. საუკეთესო პორტრეტი;
თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ ბიბლუსის 200 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერებით დააჯილდოვა.