მარტვილში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თვმჯდომარემ ლევან სურმავამ და მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ახალგაზრდებს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე და დიდგორობა მიულოცა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტის მომავალ სტუდენტებსა და ახალგაზრდებს, საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე უმასპინძლეს. მილოცვის შემდეგ, მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ საზოგადოების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.
ღონისძიების ბოლოს, ადგილობრივი და მოწვეული სტუმრების მიერ, ახალგაზრდებისთვის მუსიკალური და მხატვრული ნომრები შესრულდა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: მომღერალი – საბა საფარელი და პოეტი -ნათია ჯიმშელეიშვილი.