18 აგვისტოს, 12:30 სთ-ზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა უძღვებოდა.
სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა, 18 აგვისტო გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
სხდომამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
- მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 18 აგვისტოს მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
- მარტვილის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების მეორე კვარტლის მოსმენისა და შეფასების თაობაზე;
/მომხსენებელი-ბონდო თოფურია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მ/შ/
- მარტვილის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ.
/მომხსენებელი-დარეჯან ხუნწელია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი/