მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.
აქციის ფარგლებში, თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი”-ს ექიმებმა, მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფასო გამოკვლევები ჩაუტარეს. გამოკვლევების შედეგების გათვალისწინებით, აქციის შემდეგ ეტაპზე, მოქალქეებს ქირურგიული მანიპულაცია ჩაუტარდებათ.
აქციის მიმდინარეობას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია გაეცნო.
სამედიცინო აქცია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.