მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონორობის აქცია გაიმართა.
აქციაში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეები, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლები და მოქალაქეები ჩაერთვნენ.
უანგარო დონორობის აქცია სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.