ხუნწში ასფალტის მეორე ფენა იგება

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში, საავტომობილო გზის ასფალტ-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ამ ეტაპზე ასფალტის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, საკრებულოს თავმჯდომარესთან ლევან სურმავასთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში იგება ასფალტ-ბეტონის საფარი, ასევე ექყობა გრუნტის კიუვეტები, ლითონის მილები, ლითონის მილებზე ბეტონის სათავისები, რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი და ცხაური.
პროექტის ღირებულება 2 468 200 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ინდიკო“ ასრულებს.
გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2021 წელს განხორციელდა. გზა ავარიული იყო და მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა.
ხუნწში გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content