საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა

მარტვილის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან კობა დარჯანიასთან და სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენეტრის დირექტორთან ირმა გაბისონიასთან ერთად საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
აღინიშნა, რომ საბავშვო ბაგა-ბაღები სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს სიახლეებით ხვდებიან. ინტენსიურად მიმდინარეობს საგანანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განახლება. დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ონოღიაში და სოფელ ქვედა ხუნწში საბავშვო ბაღების მშენებლობა დასკვნით ფაზაშია. სოფელ ლეციცხვაიეში და ნოღაში ბაღების მშენებლობა დასრულებულია. ბანძის და დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულებში ახალი, თანამედროვე სტანდარტების, 100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content