21 სექტემბრის კომისიის სხდომა

21 სექტემბერს, 12 სთ-ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა და სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
სხდომამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 11 თებერვლის №20 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხსენებელი-შალვა ბახია, საკრებულოს ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/
2. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 18 აგვისტოს N 21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხსენებელი- კახაბერ ჯგერენაია, სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content