7 ოქტომბერს, 12:00 სთ-ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა ხელმძღვანელობდა.
ბიურომ დაამტკიცა დღის წესრგით გათვალისწინებული ის საკითხები, რომელიც 7 ოქტომბერს, 12:30 საათზე, გასამართ საკრებულოს მორიგ სხდომაზე გავა განსახილველად.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
2. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 ნოემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თობაზე;
/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
3. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ს/კ 41.12.32.391; 41.06.31.286; 41.13.33.313; 41.11.34.316; 41.02.31.461; 41.08.35.031.01.500; 41.08.35.031.01.501; 41.08.35.031.01.502; 41.08.35.031.01.503; 41.20.31.040.01.500; 41.10.32.235.01.500; 41.10.32.235.01.501; 41.10.32.235.01.502; 41.10.32.235.01.503 სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
4. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (გაზგაყვანილობის ქსელი საბალანსო ღირებულებით 6613.23 ლარი) ს/კ: 41.00.021; 41.00.022; 41.00.023; 41.00.024; 41.00.025; 41.00.026 სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
5. მარტვილის მუნიციპალიტეტში, მშვიდობის ქუჩაზე მდებარე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ს/კ:41.09..39.223 მიწის ნაკვეთის (ფართობი 6 კვ.მ.) ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით წარმოდგენილი თანხის (1900 ლარი) 5%-ის ოდენობით განსაზღვრაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/