მარტვილის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი საბავშვო ბაღი შეემატა.
სოფელ ნოღაში ახალი თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი გაიხსნა. ბაღი 30 აღსაზრდელზეა გათვლილი და იგი ბავშვებისთვის საჭირო ყველა ინვენტარითაა აღჭურვილი.
ბაღი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავამ პატარებთან ერთად გახსნა. ბაღის გახსნის ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.