ჩემპიონატი მინი ფეხბურთში

მარტვილის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის ორგანიზებით მიმდინარეობდა ჩემპიონატი მინი ფეხბურთში ლადო ჩიქოვანის სახელობის გარდამავალ თასზე ორგანიზაციებს შორის, რომელშიც 16 გუნდი მონაწილეობდა.
ფინალური შეხვედრა, ნაგვაზაოს მინი სტადიონზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიას და ა(ა)იპ მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრს შორის გაიმართა და გამარჯვება მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის გუნდმა მოიპოვა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ გამარჯვებულებს თასი გადასცა. ასევე გამოვლინდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content