მარტვილელი ფეხბურთელი ლაშა ოდიშარია, კარიერას, თბილისის დინამოდან ლატვიის ჩემპიონ გუნდში გააგრძელებს.
ლაშა ოდიშარია მარტვილის საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. ის 10 წლიდან 18 წლის ჩათვლით ირიცხებოდა მარტვილის საფეხბურთო აკადემიაში. ლაშა ოდიშარია თავიდანვე გამოირჩეოდა განსაკუთრებული ნიჭით და პიროვნული თვისებებით. შემდეგ ლაშამ კარიერა თბილისის დინამოში გააგრძელა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ლაშას წინსვლას და წარმატებებს უსურვებს.