მერმა 1991 წელს გარდაცვლილთა საფლავები ყვავილებით შეამკო

1991 წლის 22 დეკემბერს, ქ. თბილისში სისხლიანი მოვლენების დროს ტრაგიკულად დაიღუპა სამი მარტვილელი – უზენაესი საბჭოს დეპუტატი აკაკი მარკოზია, სამთავრობო დაცვის თანამშრომლები მალხაზ ხურცილავა და ზაურ კალანდია.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გარდაცვლილების საფლავები ყვავილებით შეამკეს.
31 წლის წინ, რუსთაველის გამზირზე ხელისუფლებისა და მისი მოწინააღმდეგეების მხარდამჭერი შეიარაღებული ფორმირებების დაპირისპირებით დაიწყო ეგრეთ წოდებული „თბილისის ომი“, რომელმაც 15 დღე გასტანა და ოფიციალური მონაცემებით, 113 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content