მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კობა დარჯანიამ ახალი წელი იმ უწყებებს მიულოცეს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.
ხელისუფლების წარმომადგენლები საპატრულო პოლიციაში, სახანძრო-სამაშველო სამსახურში და სასწრაფო დახმარების ცენტრში იმყოფებოდნენ, მათ საჩუქრები გადასცეს, შობა-ახალი წელი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
“ექიმები, პოლიციელები, მეხანძრე-მაშველები, თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში ხართ ქვეყნის სამსახურში. ამისთვის გიხდით მადლობას. გილოცავთ ახალ, 2023 წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, კეთილდღეობას!” – აღნიშნა თორნიკე ჯანაშიამ.