მარტვილელთა წარმატება უშუს ჩემპიონატზე

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით ქ. თბილისში ჩატარდა თბილისის უშუს მე-13 ღია ჩემპიონატი.
ჩემპიონატში მონაწილეობდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის უშუს გუნდი (მწვრთნელი დათა წულაია). აღნიშნულ ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს და ჩემპიონები გახდნენ ოთიკო ხურცილავა და ცოტნე აროსია. მე-2 ადგილზე გავიდნენ ავთანდილ წულაია, ანდრია ლაშხია, ნიკა ბაღიშვილი და დიმა ოკუჯავა. მე-3 ადგილი დაიკავეს შალვა პირტახიამ და გიორგი ნაროუშვილმა.
გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს სპორტსმენებს და წარმატებებს უსურვებს.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content