✅23 ივნისს, 13:00 სთ-ზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა უძღვებოდა.
📝სხდომამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
📌1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 ივნისის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
📌2. მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების – გარე განათების ბოძების, შპს ,,მაგთიკომი“-ისთვის პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით, სარგებლობის უფლებით პირობით გაცემაზე თანხმობის მიცემის თაობაზე;
/მომხსენებელი – თამარ ციცხვაია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი სპეციალსტი/
📌3. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართით: 5460 კვ.მ და მასზე განთავსებული №1; №2; №3; №4 ნაგებობები ს/კ: 41.09.40.494) მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრისთვის ს.ნ. 235447628 უსასყიდლო უზუფრუქტის წესით (არსებობის ვადით) გადაცემის თაობაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი-სიმონ რევია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი/
📌4. მარტვილის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის ღონისძიებათა 2022-2025 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
📌5. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 მაისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. /მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
➡სხდომაზე მიღებულ იქნა შესაბამისი განკარგულებები და დადგენილება.