8 მაისის ბიუროს სხდომა

✅8 მაისს, 12:30 სთ-ზე, მერიის სხდომათა დარბაზში, საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა უძღვებოდა.
👉ბიურომ დაამტიკიცა საკრებულოს მორიგ სხდომაზე გასატანი შემდეგი საკითხები:
📌1. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შტანის თაობაზე;
/მომხსენებელი – ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
📌2. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი – ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
📌3. ქ. მარტვილის ადმინისტრაციულ ერთეულში, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ს.კ: 41.09.32.888 აშენებული ნაგებობის (აგრო ბაზარი), შიდა სასარგებლო 184 კვ.მ. ფართის ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნით წარმოდგენილი თანხის (190400 ლარი) 8%-ის ოდენობით განსაზღვრაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი – ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
📌4. ქალაქ მარტვილის ადმინისტრაციულ ერთეულში, გახოკიძის ქუჩა №5-ში მდებარე მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების არასაცხოვრებელი ფართიდან ს.კ: 41.09.37.515.01.500, პირველ სართულზე არსებული 11.48 კვ.მ და 18.89 კვ.მ ფართის ორი ოთახის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურენობის სამინისტროს ს.ს.ი.პ „სურსათის ეროვნული სააგენტო“-სთვის უსასყიდლოდ, ხუთი წლის ვადით, თხოვების უფლებით გადაცემაზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი – ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
📌5. მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრისთვის ს.ნ: 235447628, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების: (საბავშვო ბაღები) მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ნაკვეთის ს.კ: 41.08.34.331 და მასზე განთავსებული №1 და №2 ნაგებობების, სოფელ ონოღიის ადმინსტრაციულ ერთეულში მდებარე მიწის ნაკვეთის ს.კ: 41.02.31.442 და მასზე განთავსებული №1 და №2 ნაგებობების და სოფელ დიდიჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მიწის ნაკვეთის ს.კ:41.15.35.236 და მასზე განთავსებული №1; №2; №3; №4 ნაგებობების, უსასყიდლო უზუფრუქტის წესით (არსებობის ვადით) გადაცემის თაობაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი – ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
📌6. სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის საჯარო სკოლისთვის სახელის მინიჭებაზე საკითხის მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის შესახებ.
/მომხსენებელი – ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content