გურძემში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტის, გურძემის ადმინისტრაციულ ერთეულში, საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარით მოეწყობა 2 331 მეტრი საავტომობილო გზა. ასევე მოხდება ლითონის მილების, მილ-ხიდების, რკინა-ბეტონის არხის და ბეტონის სათავისების მოწყობა. პროექტი გარდამავალია და სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება.
პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 889 655 ლარით დაფინანსდება. სამშენებლო სამუშაოებს კი სს „არქეოპოლისი“ ახორციელებს.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content