მარტვილის მუნიციპალიტეტის, გურძემის ადმინისტრაციულ ერთეულში, საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარით მოეწყობა 2 331 მეტრი საავტომობილო გზა. ასევე მოხდება ლითონის მილების, მილ-ხიდების, რკინა-ბეტონის არხის და ბეტონის სათავისების მოწყობა. პროექტი გარდამავალია და სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება.
პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 889 655 ლარით დაფინანსდება. სამშენებლო სამუშაოებს სს „არქეოპოლისი“ ახორციელებს.