მარტვილის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა “სხივში” სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაში მარტვილის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. თემა თავისუფალი იყო და მასში მონაწილეობდნენ VII-XII კლასების მოსწავლეები. მონაწილეებმა თითქმის ყველა სასკოლო მეცნიერების შესახებ ისაუბრეს.
კონფერენციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ალექსანდრე ხურცილავა და გივი ელიავა, მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომლები, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი ბუთხუზი წულაია, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. კონფერენციის შემდეგ მოსწავლეები და მასწავლებლები სიგელებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიება “სხივის” დირექტორის დავით ჯიქიას და პედაგოგ ლეილა დანელიას ორგანიზებით გაიმართა.