26 მაისს მარტვილის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი:
09:00 – საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი, მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში.
10:00 – მერაბ კოსტავასა, ზვიად გამსახურდიას ბიუსტების და ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალის გვირგვინებით შემკობა.
12:00 – სპორტული აქტივობები ცენტრალურ პარკში.
13:00 – ჩემპიონატი ფეხბურტში სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდებს შორის, სერგიეთის საფეხბურთო ბაზაზე.
15:30 – ქალაქის ცენტრში გაიმართება კონცერტი საჯარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით.
17:00 – კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით.
20:00 – ფოიერვერკი
მთელი დღის განმავლობაში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ კოლხური ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეები, მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფენო დარბაზები, გამოფენები საჯარო ბიბლიოთეკაში და კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
გაიმართება ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა.
მოეწყობა სახალხო სეირნობა ქართული ნაციონალური სამოსით. ახალგაზრდები წარმოგვიდგენენ ფლეშმობს. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ სპორტულ – სანახაობრივ ღონისძიებებში.
ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!