21 მაისის საკრებულოს მორიგი სხდომა

✔️21 მაისს, 12:00 სთ-ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა უძღვებოდა.
⚪სხდომამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
📎1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 21 მაისის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი – ლევან სურმავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/
📎2. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ვედიდკარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ მუხურჩაში მდებარე ს/კ: 41.01.38.106.012 მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი-სიმონ რევია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი/
📎3. 2024 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების მოწონებისა და ინიცირების შესახებ;
/მომხსენებელი – ნუგზარ ცანავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მ/შ/
📎4. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების პირველი კვარტლის ანგარიშის მოსმენის თაობაზე;
/მომხსენებელი-ბონდო თოფურია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მ/შ/
📎5. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვებაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 ნოემბრის №40 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი – ლევან სურმავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/
📎6. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვებაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 ნოემბრის №41 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხსენებელი – ლევან სურმავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content