26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება, მათ შორის მარტვილშიც.ამ დღესთან დაკავშირებით, დღის მანძილზე ქალაქის ცენტრში და საფეხბურთო ბაზაზე, სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონიძიებები გაიმართა, მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე ბავშვები სიგელებით დააჯილდოვა.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მუსიკალური ნომრებით გაგრძელდება და ფოიერვერკით დასრულდება.