მერმა მარგო ნაჭყებიას 100 წლის იუბილე მიულოცა

მარტვილის მუნიციპალიტეტის კურზუს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მარგო ნაჭყებიას 100 წელი შეუსრულდა.
იუბილარს დაბადების დღე მარტვილის მერმა გიორგი ნაჭყებიამ სიმბოლური საჩუქრებით მიულოცა და მას ჯანმრთელობა და მხნეობა უსურვა.
მარგო ნაჭყებია 1925 წელს დაიბადა, მას 4 შვილი, 7 შვილიშვილი და 6 შვილთაშვილი ჰყავს.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის „100 და 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების დახმარების პროგრამის“ ფარგლებში, იუბილარს ფინანსური დახმარების სახით 2 000 ლარი გადაეცა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
Skip to content