პერსონალის მოტივაციის ამაღლებისა და მშობელთა ჩართულობის გაზრდის მიზნით მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის, თორნიკე ჯანაშიას მიერ სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრის 45 თანამშრომელსა და 5 მშობელს მადლიერების ნიშნად ჯილდოები გადაეცათ.
მარტვილის მუნიციპალიტეტში პრიორიტეტულია სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა, სკოლამდელ დაწესებულებებში სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, რაც გამოიხატება მუნიციპალიტეტის მერიასა და ა.(ა.)ი.პ.-“სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი”-ს შორის მოქმედ ორგანიზაციულ კულტურაში.
თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის პრინციპებზე დაყრდნობით გამოვლინდა მარტვილის მუნიციპალიტეტის ა.(ა.)ი.პ.-“სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი”-ს წარმატებული პერსონალი, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს სკოლამდელი განათლებისა და უსაფრთხოების საქმეში.