მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ და მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ მარტვილის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა.
ჭყონდიდლობის აღნიშვნის ფარგლებში დასკვნით ღონისძიებაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა მარტვილისთვის გაწეული სამსახურისთვის 5 საპატიო მოქალაქე: მერაბ გაბუნია, ზაზა რუხაია, გოგი გულორდავა, იუზა ბასილაია, პოლიკარპე (თემურ) მონიავა და წარმატებული ხელოვანები: მარინა ლაგვილავა, ამალია ჭილაია, ირაკლი სურმავა და მექა ხანგოშვილი მადლობის სიგელებით და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა.