პოეტ ნიკა კვესელავას ხსოვნის საღამო

5 ივლისს, 16:00 სთ-ზე, კერძო სკოლა ,,სხივის”‘ სააქტო დარბაზში პოეტ ნიკა კვესელავას ხსოვნის საღამო გაიმართა.
ნიკა კვესელავას ოჯახისა და სკოლის ადმინისტრაციის ინიციატივით, მარტვილის მუნიციალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით, 29 წლის ასაკში გარდაცვლილი პოეტის, ნიკა კვესელავას, ხსოვნის საღამო გაიმართა.
პოეტის ხსოვნის საღამოზე მოსწავლეებმა ნიკას ლექსები წაიკითხე. საღამოზე იმყოფებოდნენ პოეტის მეგობრები – პოეტები: თემურ ელიავა, პაპუნა გიორგაძე, დავით სულთანიშვილი, გიორგი ბალახაშვილი, სულხან წულუკიძე , პაატა აბაშიძე გიორგი ჯიმშელეიშვილი, მომღერალი რეზო ბლიაძე, რომელბმაც ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
მარტვილელი პოეტის ხსოვნის საღამოს, პოეტის ოჯახის წევრები, მეგობრები, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა, მერი თორნიკე ჯანაშია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანია ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content