მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჭყონში ანსამბლ „ერთსულოვნების“ 5 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობას ანსამბლ „ერთსულოვნებასთან“ ერთად, მოწვეული ანსამბლი „იბერია“, ასევე ჯგუფ „ივერიას“ წევრები ნუგზარ კვაშალი, ვახტანგ ტატიშვილი და ნუგზარ ერგემლიძე იღებდნენ.
ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, საღამოს ესწრებოდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, მერის მოადგილე გივი ელიავა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანია.