კომისიების გაერთიანებული სხდომა

7 ივლისს, 12:00 სთ-ზე, მარტვილის საკრებულოში, საკრებულოს სოციალურ საკითხთა, სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა და სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების გამოყენების და მართვის საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
სხდომამ განიხილა შემდეგი საკითხები:
1. ქ. მარტვილის ადმინისტრაციულ ერთეულში, მშვიდობის ქ №2-ში მდებარე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ს.კ 41.09.37.261.01.501 ქონების (ა.ა.ი.პ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ დაკავებული 372.90 კვ.მ ფართი) უსასყიდლო უზუფრუქტის წესით (არსებობის ვადით) ა.ა.ი.პ მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი- სთვის გადაცემის თაობაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი-ელიზბარ ახვლედიანი, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/

2. მარტვილის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ.
/მომხსენებელი- კახაბერ ჯგერენაია, სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/

3. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებიდან (მდებარე მარტვილის მუნიციპალიტეტში, თავისუფლების ქ. №10 ს/კ: 41.09.37.115.01.504) მესამე სართულზე არსებული 17.5 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის (ერთი ოთახი) ა(ა)იპ მარტვილის მუნიციპალიტეტის ,,კეთილმოწყობის ცენტრი”- სთვის არსებობის ვადით, უზუფრუქტის წესით გადაცემის თაობაზე მერისთვის თანხმობის მიცების შესახებ.
/მომხსენებელი-ლაშა ქობალია, საკრებულოს სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების გამოყენების და მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content