6 ივლისს, 12:00 სთ-ზე, მარტვილის საკრებულოში, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა და ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სივრცით- ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
სხდომამ განიხილა შემდეგი საკითხები:
1.მარტვილის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ.
/მომხსენებელი- ზურაბ მელიავა, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/
2. ქ. მარტვილის ადმინისტრაციულ ერთეულში, მშვიდობის ქ №2-ში მდებარე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ს.კ: ს.კ 41.09.37.261.01.502 ქონების (ქ. მარტვილის №2 საბავშვო ბაღის მიერ დაკავებული 806.90 კვ.მ ფართი) მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი-სთვის ს.ნ: 235447628 უსასყიდლო უზუფრუქტის წესით (არსებობის ვადით) გადაცემის თაობაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი-შალვა ბახია, საკრებულოს ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სივრცით- ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/
3. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, სოფ. ინჩხურის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ს.კ41.13.32.257 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 1328 კვ.მ და 452 კვ.მ ნაკვეთების იჯარის ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნით წარმოდგენილი თანხის (9600 ლარი) განსაზღვრაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
/მომხსენებელი-შალვა ბახია, საკრებულოს ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სივრცით- ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/