სოხუმის დაცემის 30 წლისთავი

27 სექტემბერი საქართველოს ისტორიაში ტრაგიკული დღეა. სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა.
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ მარტვილში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების პატივის მისაგებად მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
მამა შალვამ ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content