19 ივლისს, 14:00 სთ-ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ეკონომიკის,ინფრასტრუქტურისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისიის, სოციალურ საკითხთა კომისიისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და მართვის საკითხთა კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
სხდომამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხი:
„მარტვილის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 ნოემბრის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.