ძლიერმა წვიმამ მარტვილის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმამ მარტვილის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა საავტომობილო გზები, საკარმიდამო ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლები. დაიმეწყრა მარტვილის ტაძრამდე მისასვლელი გზა. ადმინისტრაციული ერთეულების ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
სტიქიის ადგილას იმყოფებიან მერიის ხელმძღვანელი პირები და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.
ასევე მუშაობს კომისია, რომელიც ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა და ზარალს დაითვლის.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content