მარტვილში ფოლკლორის ფესტივალი „ჭყონდიდი“ გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტში, მე-5 ფოლკლორული ფესტივალი „ჭყონდიდი“ გაიმართა.
ფესტივალი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს მხარდაჭერით და კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ღია ცის ქვეშ მოეწყო და ახალგაზრდა მოცეკვავის გიორგი წივწივაძის ხსოვნას მიეძღვნა.
ფესტივალში ადგილობრივ ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლები. მონაწილეები მაყურებლის წინაშე სხვდასხვა ნომრებით წარსდგნენ.
ფესტივალის ბოლოს ყველა მონაწილე ფოლკლორული ანსამბლი დაჯილდოვდა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content