მარტვილში განახლებული რეგიონების ფარგლებში, რეაბილიტირებულ სკვერში, პოეტ ტარიელ ხარხელაურის პოეზიის საღამო გაიმართა.
საღამოზე შეკრებილებს ხარხელაურის ყველასთვის ცნობილი და ახალი ლექსები წარუდგინეს.
ასევე შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.
ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, ადგილობრივი მოსახლეობა, მოწვეული სტუმრები და ტარიელ ხარხელაურის პოეზიის გულშემატკივრები ესწრებოდნენ.
მარტვილის მერია მუსიკალურ, შემოქმედებით და ლიტერატურულ საღამოებს მთელი ზაფხულის განმავლობაში ჩაატარებს.
მარტვილში უკვე ჩატარდა საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი “ლეგენდების ქვეყანა”რომელშიც მონაწილეობა 4 ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს.