სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა

27 სექტემბერი საქართველოს ისტორიაში ტრაგიკული დღეა. სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა.
ამ დღესთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშებია დაშვებული.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მერის მოადგილეებმა და სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს მარტვილის განყოფილების უფროსმა კონსტანტინე ეხვაიამ, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ მარტვილში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრებისთვის პატივის მისაგებად მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
მამა შალვა ჯვებენავამ ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content