მარტვილის თოჯინების თეატრი ერთი წლის გახდა!
მარტვილის კულტურის სახლში თოჯინების თეატრის დაარსების ერთი წლის იუბილე აღინიშნა.
2022 წლის 18 ოქტომბერს კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ბაზაზე დაარსდა თოჯინების თეატრი.
ამ ერთი წლის განმავლობაში თეატრმა ორი თოჯინური სპექტაკლი დადგა და ერთ სპექტაკლზე მიმდინარეობს მუშაობა.
ამ დროის განმავლობაში 3000-მდე მაყურებელმა ნახა მოქმედი სპექტაკლები, ონის მერიის მიწვევით, ონის კულტურის სახლში გამართა ჩვენება სპექტაკლის „კვეხარა ყვინჩილა.
ორ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა სადაც რამდენიმე ნომინაციაში გაიმარჯვა.
ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, მერის მოადგილე გივი ელიავა, კულტურის სამსახურის უფროსი მურმან წოწორია და მერიის სხვა თანამშრომლები დაესწრნენ.