მარტვილის თოჯინების თეატრის წარმატება

ქალაქ ქობულეთში თოჯინური თეატრების ფესტივალი “მზიანი საქართველო” გაიმართა. ფესტივალში მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრი მონაწილეობდა.
თეატრის დასმა მაყურებლის წინაშე სპექტაკლი „მკვეხარა ყვინჩილა“ წარადგინა და დიდი მოწონება დაიმსახურა (რეჟისორი ლევან გაბრიჭიძე).
მარტვილის თოჯინების თეატრი გამარჯვებულად დასახელდა სამ ნომინაციაში:
მაყურებლის რჩეული სპექტაკლი;
საუკეთესო მუსიკალური გაფორმება;
საუკეთესო ეპიზოდური როლი – მადლენა კვესელავა.
მარტვილის თოჯინების თეატრი 2022 წელს, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით დაარსდა და დიდი პოპულარობით სარგებლობს მარტვილელ ბავშვებში.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს თოჯინების თეატრს მიღწეულ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს მომავალში.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content