მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრი მაყურებელის წინაშე მესამე თოჯინური სპექტაკლით „უჩვეულო შეჯიბრი“ წარსდგა.
სპექტაკლის პრემიერას მარტვილელ ბავშვებთან და მათ მშობლებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მარტვილის მერმა თორნიკე ჯანაშიამ თოჯინების თეატრის ხელმძღვანელობას გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
თოჯინების თეატრი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დაარსდა. სპექტაკლის რეჟისორი – ლევან გაბრიჭიძეა.