მარტვილში საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში საახალწლო სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს. მარტვილი 2026 წელს ახალ ილუმინაციებთან და მრავალფეროვან გასართობ ღონისძიებებთან ერთად შეხვდება.
ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მიმდინარეობს საახალწლო ნაძვის ხის მოწყობა, ასევე ცენტრალურ ქუჩასა და სკვერში საახალწლო აქსესუარებისა და დეკორატიული კონსტრუქციების მონტაჟი.
მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნაჭყებია, მერის მოადგილესთან ნანა ბირკაიასთან ერთად გაეცნო.
მარტვილში ნაძვის ხის ანთების ღონისძიება 25 დეკემბერს გაიმართება.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content