„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“ აცხადებს კონკურსს – „სუფთა რეგიონი 2023“.
საქართველოში კონკურსი „სუფთა რეგიონი“ პირველად ჩატარდა 2015 წელს, პროექტი „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში და თავიდან მხოლოდ 4 ნომინაციას მოიცავდა (ყველაზე სუფთა რეგიონი, მუნიციპალიტეტი, ქალაქი/დაბა და სოფელი). შემდგომში საზოგადოების აქტიურობამ გაზარდა ნომინაციების რიცხვი.
2023 წელს კონკურსის მიზანია გამარჯვებულის გამოვლენა ქვეყნის მასშტაბით შემდეგ ნომინაციებში:
- „სუფთა რეგიონი“
- „სუფთა მუნიციპალიტეტი“
- „სუფთა ქალაქი“
- „სუფთა სოფელი“
- „სუფთა ქუჩა“
- „ლამაზი ეზო“
- „ლამაზი აივანი“
- ,,ყველაზე სუფთა საწარმოს ეზო“
- სუფთა ლურჯი ნაკადული.
კონკურსში მონაწილე რეგიონების, ქალაქების, მუნიციპალიტეტების, სოფლებისა და მოსახლეობის წარმომადგენლებს საკონკურსე პერიოდში (2024 წლის 22 მარტამდე) აქვთ შესაძლებლობა, გადმოგზავნონ ფოტო და ვიდეო მასალები ელ. ფოსტაზე: info@greens.ge, nino.chkhobadze@gmail.com და ფეისბუქის მისამართზე.
„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო“ გიწვევთ კონკურს „სუფთა რეგიონში“ მონაწილეობის მისაღებად.